საქართველოს პარლამენტში პროექტ „სტუდენტური კონგრესის“ დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში იმსჯელებენ სტუდენტების ინიციატივებზე და აირჩევენ საუკეთესო გუნდს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით 15-16 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმიტირებული საკომიტეტო მუშაობა გაიმართა, სადაც მომზადდა საკანონმდებლო წინადადებები. ახალგაზრდებმა დეპუტატებთან ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.