21 დეკემბერი 2024,   17:17
ვრცლად
ამ წუთებში, თურქეთის მასშტაბით, საარჩევნო პროცესი წყდება

ამ წუთებში, თურქეთის მასშტაბით, საარჩევნო პროცესი წყდება. ყველა უბანი ილუქება, რის შემდეგაც ხმის დათვლის პროცესი დაიწყება. თურქეთის მოსახლეობამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტი აირჩია. საარჩევნო სიებში 56 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, თუმცა რამდენმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ამ დროისთვის უცნობია.

თურქებმა არჩევანი 6 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის გააკეთეს. საკუთარი კანდიდატურა რეჯეპ ტაიპ ერდოღანსაც ჰქონდა წარდგენილი, რომელმაც რიგგარეშე არჩევნები საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების შემდეგ დანიშნა. გამოკითხვების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს ელექტორატის 47 პროცენტი უჭერს მხარს. მის მთავარ კონკურენტად მუჰარემ ინჯე მიიჩნევა.

სახალხო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი ემხრობა. არჩევნების გამო, მთელი თურქეთის მასშტაბით უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.                                                                                                                    

დღის ამბები