21 დეკემბერი 2024,   16:54
ვრცლად
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ თანამდებობა დატოვა

თეა წულუკიანის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე თანამდებობიდან გადადგა. 

ის მიხეილ სარჯველაძემ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. 

უწყებაში ალექსანდრე ბარამიძის გადაწყვეტილების შესახებ არ საუბრობენ. 

ალექსანდრე ბარამიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ 2012 წელს დაინიშნა, 2013 წლიდან კი ის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

დღის ამბები