ბარსელონაში ზაფხულის სეზონის დაწყება, ტრადიციული ფოეიერვერკების ფესტივალით აღნიშნეს. წელიწადის ამ დროს კატალონიელები მზის აქტიურ ფაზაში შესვლას ზეიმობენ. ისინი ქუჩებში იკრიბებიან და ფოიერვერკების აღლუმს აწყობენ.
სიმბოლურად ეს ეშმაკისა და ბოროტი ძალების განდევნას ნიშნავს. წლევანდელ ღონისძიებას კატალონიელებმა პოლიტიკური დატვირთვაც მისცეს და ესპანეთის მეფის ფიტული დაწვეს. ამგვარად მათ მონარქის პოზიცია გააპროტესტეს, რომელმაც ოფიციალური მადრიდის მსგავსად კატალონიის დამოუკიდებლობას არ დაუჭირა მხარი.