21 დეკემბერი 2024,   17:00
ვრცლად
"ხიტრი იმერელი," "პაზორნი," "უსწავლელი" - გიორგი შენგელაია ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას აგრძელებს

ხელოვნება, მეცნიერება, განათლება ყველაფერი დაბალ დონეზეა - გასულ კვირას გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, გიორგი შენგელაია ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელისუფლების კრიტიკას არც ამჯერად ერიდება. მას შემდეგ, რაც რეჟისორმა ივანიშვილს „უწიგნო და გაუნათლებელი კაცი“ უწოდა, „ქართუ ჯგუფმა“ მას სტიპენდია მოუხსნა. მიზეზად კი სწორედ მისი სკანდალური განცხადებები დაასახელა.

გიორგი შენგელაია ამ დაფინანსებას 10 წელზე მეტია, იღებს და სხვა ასობით ხელოვანის მსგავსად, ეს მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა.

გიორგი შენგელაია ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ღია მხარდამჭერი იყო თუმცა, ბოლო დროს რეჟისორი მის კრიტიკას აღარ ერიდება.

მეტიც P.S. -ისთვის ინტერვიუს მიცემა თავად მოითხოვა. თუმცა ის "რუსთავი 2"-ში თავის სტიპენდიაზე სასაუბროდ არ მოსულა. ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოქცეულია და ახლა მხოლოდ ხალხის ძალისხმევით შეიძლება რაღაცის შეცვლა.

რეჟისორი ბიძინა ივანიშვილს ასე მოიხსენიებს - „ხიტრი იმერელი“ და  იმ პერიოდს იხსენებს, როცა მასთან ჯერ კიდევ ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

დღის ამბები