03 მაისი 2024,   17:52
ვრცლად
ორი ქართველი მესაზღვრე ამ დრომდე რუსი სამხედროების ტყვეობაში რჩება

ორი ქართველი მესაზღვრე ამ დრომდე რუსი სამხედროების ტყვეობაში რჩება. ოჯახის ინფორმაციით, კობა მაჭარაშვილისა და გიორგი კერესელიძის გადმოცემა დღეს იგეგმება.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები რუსმა სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის პერიმეტრზე პატრულირებდნენ.

შსს-ს სამინისტროს თანამშრომლები რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა მათ ამის შესახებ მხოლოდ გუშინ ჟურნალისტებისგან გაიგეს.

"კურიერის" ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ქართველი მესაზღვრეების გადმოცემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები