05 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ირანის სულიერი ლიდერის ბრალდება აშშ-ს-აიათოლა ალი ჰამენეი ვაშინგტონს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაში ადანაშაულებს

ირანის სულიერი ლიდერი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაში შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს. განცხადება ამის შესახებ აიათოლა ალი ჰამენეიმ თეირანში რევოლუციური გვარდიის ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი თეირანის მიმართ ეკონომიკურ სანქციებს იყენებს, რომ მოსახლეობა ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყოს. ირანის სულიერი ლიდერის თქმითვე, შეერთებულმა შტატებმა ამ მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად კოალიციაც შექმნა, თუმცა ალი ჰამენეის კონკრეტული სახელმწიფოები არ დაუსახელებია.

დღის ამბები