05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
არჩვენები მექსიკაში-მოსახლეობა ქვეყნის პირველ პირს ირჩევს

მექსიკაში დღეს ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ირჩევენ. პარალელურად ქვეყანაში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნებიც მიმდინარეობს. მთავარ ფავორიტად დედაქალაქის ყოფილი მერი, მემარცხენე ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი მიიჩნევა, რომელიც მხარდამჭერებს კორუფციის დამარცხებასა და ხელფასებისა და პენსიების მომატებას ჰპირდება. გამარჯვების შემთხვევაში 64 წლის ობრადორი, რომელიც ოპოზიციური კოალიციის კანდიდატია, ხელისუფლებას ჩამოაშორებს ორ პარტიას, რომლებიც მექსიკას თითქმის საუკუნის განმავლობაში მართავდნენ. არჩევნებს მექსიკაში წინ უძღოდა ყველაზე სისხლიანი პოლიტიკური კამპანია. სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში 130-ზე მეტი პოლიტიკოსი მოკლეს. 

დღის ამბები