05 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ტერაქტს ავღანეთში 19 ადამიანი ემსხვერპლა

19 ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს ავღანეთის ქალაქ ჯალალ აბადში. თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე ქვეყნის ეთნიკური უმცირესობის, სიქების ჯგუფი გახდა, რომლებიც მეზობელ რეგიონში ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიემგზავრებოდნენ.

ერთ-ერთი დაღუპული პოლიტიკური მოძრაობის წევრი იყო, რომელიც ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები