05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დემილიტარიზებულ ზონაში გამართეს

პირველი შეხვედრა სინგაპურის სამიტის შემდეგ - შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები ორი კორეის საზღვართან, დემილიტარიზებულ ზონაში გამართეს.

ამერიკის დელეგაციას, ფილიპინებზე შეერთებული შტატების ელჩი ხელმძღვანელობდა, რომელიც დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას პირადად ესწრებოდა.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ორი ქვეყნის ლიდერს შორის მიღწეულის შეთანხმების შესრულება იყო. მომავალ კვირას კი ფხენიანში მაიკ პომპეოს ელოდებიან.

დღის ამბები