03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ლოტკინზე სოციალურად დაუცველთა აქცია გრძელდება

ლოტკინის დასახლებაში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების აქცია გრძელდება. ზღვის უბნის II მიკრო-რაიონში მოქალაქეები კვლავ არიან შეკრებილნი. წუხანდელისგან განსხვავებით, აქცია დღეს ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს.

სოციალურად დაუცველები პოზიციას არ ცვლიან და მიუხედავად სახელმწიფოს გადაწყვეტილებისა, ისინი საცხოვრებელი ფართობის დატოვებას არ აპირებენ. 

დღეს აქციის მონაწილეებს დედაქალაქის ვიცე-მერი და გლდანი-ნაძალადევის გამგებელი ზაზა გაბუნია შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ზღვის უბნის II მიკრო-რაიონში სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა თვითმკვლელობა სცადეს. პროტესტის უკიდურესი ფორმით ისინი ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით 108 ოჯახს საცხოვრებელი ფართობის დატოვება მოუწევს.

სოციალურად დაუცველი 108 ოჯახი ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში 2003 წლიდან ცხოვრობს. საცხოვრებელი კორპუსი კი 2007 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. 

დღის ამბები