05 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
აშშ-ს სპეცსამსახურებმა ტერაქტი აღკვეთეს

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ტერაქტი აღკვეთეს. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლებმა 48 წლის ნათანიელ პიტსი დააკავეს. პიტსი 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ხალხმრავალ ღონისძიებაზე დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას გეგმავდა. მას ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა ედება ბრალად.

ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 2 ადამიანი დააკავეს ბელგიაშიც. ირანული წარმოშობის ცოლ-ქმარი პარიზში ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. ისინი თავდასხმას ირანის ოპოზიციური ძალების შეკრებაზე გეგმავდნენ. ამავე ოპერაციის ფარგლებში ირანელი დიპლომატი დააკავეს გერმანიაში.

დღის ამბები