05 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
გერმანიის შს მინისტრი აღარ გადადგება - მერკელთან მოლაპარაკება შედგა

გერმანიის კანცლერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა საემიგრაციო საკითხებში შეთანხმების მიღწევა შეძლეს.

ანგელა მერკელსა და ჰორსტ ზეეჰოფერს შორის დაძაბული შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა და ამავდროულად „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერმა გადადგომაზე უარი თქვა.

მისი თქმით, მხარეები საზღვრებზე უსაფრთხოების გამკაცრებასა და გერმანიისა და ავსტრიის საზღვარზე არალეგალი მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებებზე შეთანხმდნენ. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ანგელა მერკელმაც.

დღის ამბები