05 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
სკრიპალების მოწამვლის საქმე - ბრიტანელ სამართალდამცველებს ორი ეჭვმიტანილი ჰყავთ

სერგეი და იულია სკრიპალების საქმეში ბრიტანელ სამართალდამცველებს 2 მთავარი ეჭვმიტანილი ჰყავთ. გამოცემა "ზე სან"-ის ინფორმაციით, ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა მათ კრემლის დავალებით განახორციელეს.

წყაროზე დაყრდნობით გამოცემა იუწყება, რომ მკვლელობის მცდელობის მეორე დღეს, მათ ბრიტანეთის ტერიტორია დატოვეს და ახლა ვლადიმერ პუტინის დაცვის ქვეშ იმყოფებიან. სკოტლანდიარდს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ნივთიერება "ნოვიჩოკის" გამოყენებით, სერგეი და იულია სკრიპალები ქალაქ სოლსბერიში, 4 მარტს მოწამლეს.

დღის ამბები