05 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
თურქეთი საქართველოს რუსი პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ექსტრადირებას სთხოვს 

თურქეთი, საქართველოს რუსი პილოტის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სერქან კურტუ ლუშის ექსტრადირების თხოვნით მიმართავს. ამ ინფორმაციას თურქული გამოცემა "ჰურიეტი" ავრცელებს, რომელიც წერს, რომ კურტუ ლუში გასულ კვირას საქართველოში დააკავეს. მისი დაკავების ორდერი კი ინტერპოლმა ოფიციალური ანკარის მოთხოვნის საფუძველზე გასცა.

სერქან კურტულუში, რუსი პილოტის მკვლელობის გარდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნაშიცაა ეჭვმიტანილი.

"ჰურიეტის" ინფორმაცით, დაკავების შემდეგ ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიაში რუსული ბომბდამშენი Су-24 ჩამოაგდეს.

ორივე პილოტმა კატაპულტიურება მოასწრო, თუმცა დაშვებისას მათ მებრძოლებმა გაუხსნეს ცეცხლი და ერთი რუსი მფრინავი მოკლეს.

დღის ამბები