05 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ბრიტანელი სამართალდამცველები დაუდგენელი ნივთიერებით მოწამვლის მორიგ ფაქტს იძიებენ

ბრიტანელი სამართალდამცველები დაუდგენელი ნივთიერებით მოწამვლის მორიგ ფაქტს იძიებენ. ქალაქ ეიმსბერიში, რომელიც სოლსბერიდან 11 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, 2 ადამიანი უგონო მდგომარეობაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

შუახნის ქალი და მამაკაცი ადილობრივი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიან მკურნალობას. ექიმების შეფასებით მათი მდგომარეობა კრიტიკულია. სპეციალისტები ამ დრომდე ცდილობენ დაადგინონ რა ნივთიერებით არიან ისინი მოწამლული.

დღის ამბები