05 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
სროლა კანზასის შტატში - დაწყებითი სკოლის ტერიტორიაზე ორი პირი დაიჭრა

2 ადამიანი დაშავდა სროლის შედეგად კანზასის შტატში. შემთხვევა ქალაქ ოვერლენდ-პარკის დაწყებითი სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, სროლა 3 მამაკაცს შორის კონფლიქტს მოჰყვა. 2 პირის დაჭრის შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მანქანა გაიტაცა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო.

ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტის დროს სკოლის მოსწავლეები არ დაშავებულან.

დღის ამბები