05 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ბაქოს ყველა მეტროსადგურში ევაკუაცია გამოცხადდა

აზერბაიჯანის დიდი ნაწილი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროსადგურზე მომხდარი მორიგი ავარიის შემდეგ ბაქოში მეტროს ყველა სადგური დაიხურა. გვიანობამდე მიმდინარეობდა გვირაბებიდან ხალხის ევაკუაცია.

ქვეყანაში შექმნილი ენერგო-კრიზისის მიზეზი ქალაქ მინგიაჩევირში ელექტროსადგურზე გუშინ მომხდარი აფეთქება გახდა.

ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა და სისტემის ჩართვის შემდეგ ავარია სადგურზე კიდევ ერთხელ მოხდა. აფეთქების მიზეზად ძლიერი სიცხე სახელდება.

დღის ამბები