05 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
სკრიპალების მსგავსად "ნოვიჩოკით" ბრიტანელი ცოლ-ქმარი მოწამლეს

ბრიტანეთის ქალაქ ეიმს-ბერიში მოწამლული წყვილი ე.წ. „ნოვიჩოკის“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქეები, 44 წლის დონ სტარჯესი და 45 წლის ჩარლი როული იმავე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ, რომელიც რამდენიმე თვის წინ ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს. შესაბამისი დასკვნა, დაზარალებულების სისხლის ანალიზის გამოკვლევის, პორტონ-დაუნის თავდაცვის კვლევითი ლაბორატორიის სპეციალისტებმა გამოიტანეს.

შემდეგ ექიმების განცხადებით, მოწამლული წყვილის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახური აწარმოებს.

დღის ამბები