05 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
მაღალ ტემპერატურას კანადაში 17 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა უჩვეულო სიცხეებს კანადაში.

ქვებეკის პროვინციაში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა. ქალაქ მონრელაში, სადაც დაღუპულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ქუჩებში გამაგრილებელი სადგურები დადგეს, გამვლელებს კი სასმელ წყალს ურიგებენ.

ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის მაცხოვრებლებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსების პროგნოზით მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

დღის ამბები