05 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ტაილანში მღვიმეში ჩარჩენილი 12 ბავშვის გამოყვანა ისევ ვერ ხერხდება

სამაშველო ოპერაციის მე-12 დღეს ტაილანდში, სპეციალისტები ამ დრომდე გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის გადარჩენის გზებზე მსჯელობენ.

ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ბავშვებს მცირე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოზარდებს დახმარებას სამხედრო ექიმი უწევს. ტაილანდის შეიარაღებული ძალების მეთაურობის გადაწყვეტილებით, ბავშვებთან მუდმივად 2 სამხედრო მყვინთავი დარჩება.

წვიმების სეზონის დაწყების გამო, მღვიმეში წყლის დონის მატებას ელოდებიან, რაც სპეციალისტების ვარაუდით, ბავშვების გამოქვბულიდან გამოყვანას საგრძნობლად გაართულებს.

დღის ამბები