05 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
აქცია ნიუ-იორკში - თავისუფლების ქანდაკებაზე ასული ქალი სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს

პოლიცია იყო მობილიზებული ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკებასთან, სადაც სამართალდამცველები საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავებას 4 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

ახალგაზრდა ქალი მონუმენტის კვარცხლბეკზე აძვრა და ჩამოსვლაზე უარს ამბობდა. უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, მისი ჩამოყვანა პოლიციამ ალპინისტური აღჭურვილობის საშუალებით შეძლო.

თავისუფლების ქანდაკებასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები