05 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ტრამპის და პუტინის შეხვედრა - პრეზიდენტები, შესაძლოა, სირიიდან ირანის ჯარების გაყვანაზე შეთანხმდნენ

თეთრ სახლში არ გამორიცხავენ, რომ დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა კონკრეტული შეთანხმების მიღწევა შეძლონ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ლიდერთა მოლაპარაკებების მთავარი თემა არჩევნებში ჩარევა და სირიის კონფლიქტი იქნება.

“ბლუმბერგი” წერს, რომ პრეზიდენტები შესაძლოა სირიიდან ირანის ჯარების გაყვანაზე შეთანხმდნენ.

ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს 16 ივლისს, ჰელსინკიში შეხვდებიან. მოლაპარაკებები ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. დონალდ ტრამპის განცხადებით რუსეთის ლიდერთან შესახვედრად ის ყოველთვის მზად იყო და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაშიც დარწმუნებულია.

 

დღის ამბები