05 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ბრიტანეთში ნოვიჩოკით მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გაირკვა

ბრიტანეთში ნოვიჩოკით მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გაირკვა. გამოძიება ვარაუდობს, რომ წყვილი ქუჩაში შემთხვევით შეეხო ნეიროტოქსინით დაბინძურებულ ნივთს და ამის გამო მოიწამლა.

სპეციალისტების განცხადებით, თუ ნოვიჩოკი კონტეინერში არ ინახება და მზეზე ან წვიმიან გარემოშია, ძალას კარგავს.

სავარაუდოდ, წყვილმა ის სოლსბერის ცენტრში სწორედ დახურულ ნივთში იპოვა. გამოძიება მომხდარს თავდასხმად არ აფასებს, თუმცა რუსეთს ახსნა განმარტების გაკეთებას სთხოვს.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლონდონი არ შეეგუება, რომ რიგითი მოქალაქეები ვინმეს გამიზნულ ან უნებლიე სამიზნეებად იქცნენ. 

დღის ამბები