05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ტაილანდის გამოქვაბულში მიმდინარე სამაშველო ოპერაციას პირველი მსხვერპლი მოჰყვა

ტაილანდის გამოქვაბულში მიმდინარე სამაშველო ოპერაციას პირველი მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა მყვინთავი, რომელმაც დატბორილ გამოქვაბულში ჩარჩენილ ბავშვებს საკვები და ჟანგბადის ბალონები მიაწოდა.

გუბერნატორის განცხადებით, მაშველმა გამოქვაბულიდან დაბრუნებისას ორიენტირი დაკარგა და დაიხრჩო. დაღუპული პროფესიონალი სამხედრო მყვინთავი იყო და ოპერაციაში მოხალისედ ჩაერთო. ეს კიდევ უფრო ამყარებს ეჭვებს, რომ ბავშვების გადარჩენის ოპერაცია შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს.

12 ბავშვი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი უკვე ორი კვირაა გამოქვაბულში რჩებიან, რომელიც ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა.

ევაკუაციის ერთადერთ ვერსიად ყვინთვით გამოყვანას განიხილავენ, ამ მიზნით ბავშვებს ცურვას და სპეცაღჭურვილობის გამოყენებას ასწავლიან. სხვა შემთხვევაში მაშველები წყლის დონის დაწევას უნდა დაელოდონ, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.

დღის ამბები