03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
პედაგოგთა ხელფასები 1 იანვრიდან გაიზრდება, - თამარ სანიკიძე

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ 1 იანვრიდან პედაგოგთა ხელფასის ზრდა იგეგმება. სანიკიძემ განათლების სამინისტროს გეგმაზე დღეს 13 ოქტომბერს პარლამენტში განათლების კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ილაპარაკა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია, თუ როგორ და რამდენი ლარით მოხდება პედაგოგთა ხელფასის ზრდა.

„სამინისტრო მუშაობს რანჟირების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რის მიხედვითაც მოხდება მასწავლებელთა ხელფასების კატეგორიებად დაყოფა,“ - აცხადებს განათლების მინისტრი.

საპარლამენტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას სანიკიძემ აღნიშნა, რომ რანჟირების სისტემა საბოლოო სახეს მიმდინარე წლის ნოემბრის თვის ბოლოს მიიღებს.

„2015 წლიდან იგეგმება ეტაპობრივად მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, რაც 2016-2017 წლებშიც გაგრძელდება,“- აცხადებს განათლების მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები