05 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

მაიკ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ფხენიანის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი და დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დახვდნენ, რომელიც სინგაპურის სამიტის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა და დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება გამართა.

ფხენიანში კი ის მაიკ პომპეოს მთავარი მასპინძელი იქნება. ჩასვლისთანავე სახელმწიფო მდივანმა პირველი მოლაპარაკება სწორედ მასთან გამართა. მოგვიანებით კი კიმ ჩენ ინსაც შეხვდება. განხილვის მთავარი თემა ჩრდილო კორეის ბირთვული განიარაღების საკითხი იქნება.



დღის ამბები