05 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
აფეთქებას მექსიკაში 24 ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქება მექსიკაში მსხვერპლით დასრულდა - გარდაცვლილია 24 ადამიანი. უბედური შემთხვევა მეხიკოდან 40 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ტულტე-პეკში, პიროტექნიკის საწყობში მოხდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფების მისვლის შემდეგ, მოხდა მეორე აფეთქება, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. მთლიანად დაიწვა 4 სახელოსნო.

დაშავებულთა რიცხვმა კი 40-ს გადააჭარბა. აფეთქების გამომწვევ მიზეზად კი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა სახელდება.

დღის ამბები