05 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ტაილანდელი მაშველები დატბორილ გამოქვაბულში ჩარჩენილი მოზარდებისა და მათი მწვრთნელის ევაკუაციას ვერ ახერხებენ

ტაილანდელი მაშველები დატბორილ გამოქვაბულში ჩარჩენილი მოზარდებისა და მათი მწვრთნელის ევაკუაციას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ. გავრცელებული ცნობით, ბავშვებს სიარული შეუძლიათ, თუმცა ყვინთვას ვერ გადაიტანენ.

12-მა მოსწავლემ, რომლებიც გამოქვაბულში უკვე ორი კვირაა იმყოფებიან, მაშველების მეშვეობით, ოჯახის წევრებს წერილები გაუგზავნეს.

ისინი მშობლებს მოუწოდებენ, რომ არ ინერვიულონ და წერენ, რომ ძლიერები არიან. მოზარდები ახლობლებს საყვარელი კერძების შეგზავნასაც სთხოვენ.

ბავშვების ოჯახებს ცალკე წერილი გაუგზავნა ფეხბურთის მწვრთნელმაც, რომელიც შექმნილი ვითარების გამო ბოდიშს იხდის და მშობლებს ჰპირდება, რომ მათ შვილებზე მაქსიმალურად იზრუნებს. 

დღის ამბები