05 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
გადაუღებელმა წვიმამ სოჭში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ სოჭში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა ქალაქის რამდენიმე რაიონი.

გავრცელებული ცნობით, სოჭში ერთ საათში სამი თვის ნორმის ნალექი მოვიდა. ქუჩებში, ზოგ ადგილას წყლის დონე მეტრ ნახევარს აჭარბებს. ნიაღვარმა ავტომობილებიც დაფარა.

დატბორილი სოჭი დღეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ მატჩს მასპინძლობს. ერთმანეთს რუსეთისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 

დღის ამბები