05 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
პამპლონაში ცნობილი სანფერმინის ფესტივალი გაიხსნა

პამპლონაში ცნობილი სანფერმინის ფესტივალი გაიხსნა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ესპანეთის პატარა ქალაქი ხარების რბოლას უმასპინძლებს.

გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებით პამპლონაში მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანი ჩავიდა. ისინი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და ფესტივალის დაწყება, ტრადიციულად, ფოიერვერკის გაშვებით აღნიშნეს.

ხარების რბოლა პამპლონაში ყოველ დილით, ადგილობრივი დროით 8 საათზე დაიწყება და 13 ივლისამდე გაგრძელდება. 

დღის ამბები