05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა ბრექსითის სტრატეგიასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია შეათანხმა

ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა ბრექსითის სტრატეგიასთან დაკავშირებით საერთო პოზიცია შეათანხმა.

მოლაპარაკებები ტერეზა მეისა და მთავრობის წევრებს შორის 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გეგმა, ბრექსითის პარალელურად, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებას ითვალისწინებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოფიციალური ლონდონი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ორგანიზაციასთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის მომხრეა.

ტერეზა მეიმ იმედიც გამოთქვა, რომ ბრექსითის პირობებზე ევროკავშირთან კონსენსუსის მიღწევას ოქტომბრამდე შეძლებენ.

დღის ამბები