05 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ეუთო რუსეთს, სიტყვისა და გამოხატვის უფლების განხორციელების გამო დაკავებული პირების უპირობოდ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, უპირობოდ გაათავისუფლოს სიტყვისა და გამოხატვის უფლების განხორციელების გამო დაკავებული ყველა პირი, ასევე აღმოფხვრას ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო განხილვები.

კრიტიკული რეზოლუცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, შვედეთის ინიციატივით მიიღეს. მას მხარი 35-მა დელეგაციამ დაუჭრია, 11 კი წინააღმდეგ წავიდა.

რეზოლუციის ავტორები რუსეთს ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიებაში წარუმატებლობის გამოც აკრიტიკებენ. დოკუმენტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს და რის შემდეგაც მისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის “ბერლინის“ დეკლარაციაში შეტანა იგეგმება.

დღის ამბები