05 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
თურქეთში სარკინიგზო კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში სარკინიგზო კატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სამგზავრო მატარებელი რომელიც სტამბოლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა.  ავარიის შედეგად დაშავდა 73 მგზავრი.

თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, კატასტროფა მიზეზი ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანებული ლიანდაგი გახდა.

ადგილზე 100-მდე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული. სამაშველო ოპერაციაში 5 ვერტმფრენი მონაწილეობდა.

კატასტროფის დროს მატარებელში 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

დღის ამბები