05 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
ბრიტანეთში ნოვიჩოკით მოწამლული მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბრიტანეთის ქალაქ ეიმსბერიში ნოვიჩოკით მოწამლული ბრიტანეთის ერთ-ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სკოტლანდიარდის ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის მუხლით გრძელდება.

ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ქვეშ მყოფი ბრიტანეთის კიდევ ერთი მოქალაქის, ჩარლი როულის მდგომარეობა კი კრიტიკულია. 45 წლის მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ინფორმაციას 44 წლის დაუნ სტარჯესის გარდაცვალების შესახებ შოკისმომგვრელი უწოდა.

დღის ამბები