05 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ტაილანდში მაშველები დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გადარჩენის ოპერაციის განახლებისთვის ემზადებიან

ტაილანდში მაშველები დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გადარჩენის ოპერაციის განახლებისთვის ემზადებიან.

გუშინ გადარჩენილი 4 ბავშვი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. სპეციალისტების შეფასებით, მათი მდგომარეობას დამაკმაყოფილებელია, თუმცა ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

სამაშველო ოპერაციაში 40-ზე მეტი მყვინთავი მონაწილეობს. ბავშვებთან მუდმივად იმყოფება ექიმი.

სამაშველო ოპერაციის განახლებას დატბორილ მღვიმეში 8 მოზარდი და მათი მწვრთნელი ელოდება. ბავშვთა საფეხბურთო გუნდის წევრები გამოქვაბულში 23 ივნისის შემდეგ იმყოფებიან.

დღის ამბები