05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
შეერთებული შტატები რუსეთს NATO-ს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს

შეერთებული შტატები რუსეთს ნატო-ს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში ალიანსში ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა.

კეი ბეილი ჰაჩინსოინის განმარტებით, მოსკოვი ცდილობს, თურქეთი, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი, საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. მისი აზრით, მსგავს ქმედებას კრემლი NATO-ს მოკავშირე სხვა ქვეყნების მიმართაც ახორციელებს.

ჰაჩინსონის თქმით, ვაშინგტონი ყველა მიმართულებით მუშაობს იმისთვის, რომ თურქეთმა რუსული სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე უარი თქვას.

დღის ამბები