05 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის მინისტრმა Brexit-ის საკითხებში თანამდებობა დატოვა

ბრიტანეთის “ევროკავშირიდან გასვლის საკითხებში“ მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

გადაწყვეტილება დევიდ დევისმა მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე კაბინეტის წევრები ე.წ. “რბილი ბრექსიტის“ აუცილებლობაზე დაითანხმა, ეს კი ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეღავათიან სავაჭრო და საბაჟო ურთიერთობებს გულისხმობს.

დევიდ დევისი მიიჩნევდა, რომ მსგავსი პოლიტიკა შეასუსტებს ლონდონის პოზიციებს ბრიუსელთან მოლაპარაკებების დროს.

ტერეზა მეიმ ევროკავშირიდან გასვლის სტრატეგია დღეს თემთა პალატას უნდა წარუდგინოს.

დღის ამბები