05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ტაილანდის გამოქვაბულში დარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად მყვინთავები მღვიმეში შევიდნენ

ტაილანდის გამოქვაბულში დარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად მყვინთავების ჯგუფი მღვიმეში უკვე შევიდა. ოთხი კილომეტრის სიღრმეში რვა მოზარდი და მათი მწვრთნელი რჩებიან.

ოთხი ბავშვი კი მაშველებმა გამოქვაბულიდან გუშინ გამოიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

12 ფეხბურთელი მწვრთნელთან ერთად გამოქვაბულში 23 ივნისს შევიდა. მაგრამ მოულოდნელად გაწვიმდა და შესასვლელი გვირაბი დაიტბორა, რის გამოც მათ მღვიმიდან გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები