05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ერევნის მერმა თანამდებობა დატოვა

ერევნის მერმა თანამდებობა დატოვა. ტარონ მარკარიანის პოსტიდან გადადგომას, მერიის ერთ-ერთ ფონდთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შენობის ჩხრეკა, ასევე საპროტესტო აქციები უძღოდა წინ.

მიუხედავად ხალხმრავალი მიტინგებისა, მერი აცხადებდა, რომ არ აპირებდა დამორჩილებოდა სახალხო პროტესტს და თანამდებობაზე უარის თქმას.

ტარონ მარკარიანი ქვეყნის ყოფილი პრემიერის შვილია. თანამდებობაზე ყოფნისას ის არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

დღის ამბები