05 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ტაილანდში სამაშველო ოპერაცია განახლდა - მაშველები მღვიმიდან 4 მოზარდის გამოყვანას ცდილობენ

ტაილანდში სამაშველო ოპერაცია განახლდა. მყვინთავები დატბორილ გამოქვაბულიდან 4 ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოსაყვანად ემზადებიან.

სპეციალისტების განცხადებით, გუშინდელი ოპერაციის ტემპი გაცილებით მაღალი იყო და არსებობს ალბათობა რომ დღეს მაშველები გამოქვაბულიდან ყველა დაზარალებულის გამოყვანას შეძლებენ.

8 გადარჩენილი მოზარდი ამ დრომდე კარანტინის პირობებში, საავადმყოფოში რჩება. ექიმების შეფასებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები