05 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მეტოქედ მიიჩნევს

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მეტოქედ მიიჩნევს. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა NATO-ს სამიტზე გამგზავრებამდე გააკეთა. ჟურნალისტი ჰელსინკში დაგეგმილი შეხვედრით დაინტერესდა და პრეზიდენტს ჰკითხა, ვინ არის ვლადიმერ პუტინი - მისი მეგობარი თუ მოწინააღმდეგე.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ პასუხი არ აქვს, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ რუსი კოლეგა მისი მეტოქეა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მას ევროპულ ტურნეში დაძაბული შეხვედრები ელოდება, მათ შორის NATO-სა და დიდ ბრიტანეთში.

ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკება შესაძლოა, ყველაზე მარტივი აღმოჩნდეს.

დღის ამბები