სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობა ხადას ხეობაში - არჩევანი მარნეულში ჩავიდა, სადაც სმიტები ცხოვრობდნენ. რაიანი, ლოლა და კაილები სმიტები საქართველოში კალიფორნიიდან გადმოვიდნენ.
ადგილობრივების თქმით, სმიტების ოჯახი აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებას მისდევდნენ. ლორა სმიტი მესამე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებელი იყო. ეს ადამიანები უკვეთავდნენ გვერდზე მდებარე სოფლებს ხალიჩებს და მათ ყველაფერში ეხმარებოდნენ.
ადგილობრივების თქმით, სმიტები მოსახლეობაზე ზრუნავდნენ და კონფლიქტი არ ჰქონიათ.
მათ სახლთან პოლიცია ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ პატრულირებს.
მეზობლების თქმით, ისინი ივლისის დასაწყისში ნახეს და ტრაგედიის შესახებ პოლიციისგან გაიგეს, რომელიც ტრაგედიის შემდეგ გამოკითხვაზე მივიდა.
"შოკში ვარ, ვერაფრით ვიჯერებ, რომ მოკლეს. მათ მტრები არ ჰყავდათ. რაიანნი ძალიან კეთილი ადამიანი იყო, არასდროს მოდიოდა ხელცარიელი," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ლორა სმიტის მეგობარი აცხადებს, რომ რაიან სმიტი სკვერის გახსნას აპირებდა. მუნიციპალიტეტმა მიწის გამოყოფაზე თანხმობა დღემდე არ გამოყო.
„დისკომფორტი ჰქონდა იმის გამო, რომ თვითმმართველობისგან მხოლოდ დაპირებას იღებდა და რეალურად საქმეს არ აკეთებდნენ, მაგრამ ღია კონფლიქტი ამის გამო არავისთან ჰქონია. ბოლო დღეებში რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. რა იყო ამის მიზეზი, არ ვიცი,“ - განაცხადა ლორა სმიტის მეგობარმა.
რაიანი, ლოლა და კაილები სმიტების მკვლელობისთვის პოლიციამ 19 წლის მწყემსი დააკავა.
12 ივლისს მარნეულის ცენტრში, სკვერის გახსნის მიზნით, ადგილობრივები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ, რათა მათ რაიან სმიტის სურვილი განახორციელონ.
ავტორი: თათა ჩიკვილაძე