05 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
საპროტესტო აქცია განჯაში მსხვერპლით და დაკავებებით დასრულდა

საპროტესტო აქცია განჯაში მსხვერპლით და დაკავებებით დასრულდა. ქალაქის ცენტრში 200-მდე რელიგიური აქტივისტი შეიკრიბა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელზე თავდასხმაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდნენ. არასანქცირებულ მიტინგს პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტებმა პოლიციის წინააღმდეგ ბასრი საგნები გამოიყენეს და ორი ძალოვანი მოკლეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა 40 ადამიანი დააკავეს.

 

დღის ამბები