05 ოქტომბერი 2024,   20:30
ვრცლად
ნოვიჩოკით მოწამლული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ეიმსბერიში ნოვიჩოკით მოწამლული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჩარლი როუზი გონს მოვიდა, თუმცა მისი მდგომარეობა ისევ კრიტიკულია და 24 საათიან მონიტორინგს საჭიროებს. ექიმებმა ჯერ არ იციან, როდის შეძლებენ გამომძიებლები დაზარალებულის დაკითხვას.

ჩარლი როუზთან ერთად მოწამლული დონ სტერჯესის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

პოლიციის ვერსიით, ეისბერიში მოწამლული წყვილი ერთ-ერთ საგანთან შეხებით დაზარალდნენ, რომელიც სერგეი და იულია სკრიპალებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს. თუმცა უცნობია რა საგანზეა საუბარი.

სკოტლანდ იარდი მოსახლეობას აფრთხილებს რომ ნოვიჩოკს საკმაოდ გრძელვადიანი ზემოქმედება აქვს. ის ტოქსიკურ თვისებებს 50 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები