05 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ძლიერ აფეთქება ჩინეთში - გარდაცვლილია 19 ადამიანი

ძლიერ აფეთქებას ჩინეთში მსხვერპლი მოჰყვა. სიჩუანის პროვინციაში ქიმიური საწარმო აფეთქდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 12 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აფეთქების შედეგად სამ სართულიანი ქარხანა მთლიანად დაინგრა. სამაშველო ოპერაცია შემთხვევის ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უცნობია რა გახდა აფეთქების მიზეზი.

ქარხანა სამრეწველო ზონაში მდებარეობდა. იქ სპეციალისტები არიან მობილიზებულები, რომლებიც ჰაერის დაბინძურების დონეს ადგენენ.

დღის ამბები