05 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
აშშ-მ რუსული დაზვერვის 12 აგენტს ბრალი წაუყენა

დემოკრატი სენატორები დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

განცხადება პარტიის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესებში ჩარევის საქმეზე იუსტიციის სამინისტრომ რუსული დაზვერვის 12 აგენტს ბრალი წაუყენა.

გრუს აგენტებს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და ჰილარი კლინტონის სააარჩევნო შტაბის კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმა და მოპარული ინფორმაციის გავრცელება ბრალდებათ.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსი აგენტებისთვის ბრალის წარდგენა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე გავლენას არ მოახდენს. დონალდ ტრამპი რუს კოლეგას ჰელსინკში დაგეგმილ დროს შეხვდება და ამერიკის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის საკითხს განიხილავს.

რუსი აგენტებისთვის ბრალის წარდგენას უკვე გამოეხმაურა მოსკოვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებაში ბრალდებებს "ცრუ" და "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს იყო ჰელსინკის შეხვედრის ჩაშლის სამარცხვინო მცდელობა.

დღის ამბები