05 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ნოვიჩოკის წყარო აღმოაჩინეს

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ნოვიჩოკის წყარო აღმოაჩინეს.

ეისბერიში მოწამლური ჩარლი როუზის სახლში ექსპერტებმა ფლაკონი იპოვეს, რომელშიც ქიმიური ნივთიერება ინახებოდა.

სკოტლანდიარდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ცდილობენ, დაადგინონ, მიეკუთვნება თუ არა როუზის სახლში აღმოჩენილი ნივთიერება ნოვიჩოკის იმავე პარტიას, რომლითაც სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს.

დეტალური გამოძიებისთვის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ეისბერიში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები მიიწვია.

სპეციალისტთა ჯგუფი, ჩარლი როუზის ნივთების გარდა, იმ ქალის საცხოვრებელსაც შეისწავლის, რომელიც მოწამვლის შედეგად დაიღუპა.

ეისბერიში აღებულ ნიმუშებს საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები სპეციალურ ლაბორატორიაში შეისწავლიან.

დღის ამბები