05 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ტერაქტი პაკისტანში არჩევნებამდე 10 დღით ადრე - დაღუპულია 128 ადამიანი

საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე პაკისტანი ტერაქტების სერიამ მოიცვა. ტერორისტმა თვითმკვლელმა წინასაარჩევნო მიტინგის მსვლელობის დროს აიფეთქა თავი. აფეთქება ბელუჯისტანის პროვინციაში მოხდა.

წინასწარი ინფრომაციით, ტერაქტს, სულ მცირე, 128 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა უწყებაში აცხადებენ, რომ ტერორისტების სამიზნე დეპუტატობის კანდიდატი იყო, რომელიც აფეთქების შედეგად დაიღუპა.

მასშტაბურ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ტერორისტებმა კიდევ ერთი აფეთქება ქალაქ ბანაში მოაწყვეს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ შემთხვევაშიც წინასაარჩევნო მიტინგზე ამოქმედდა. შედეგად 4 ადამიანი დაუღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები