05 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა უქმდება

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა უქმდება. გადაწყვეტილება რეჯეპ ერდოღანმა უკვე მიიღო.

საგანგებო მდგომარეობა თურქეთის მასშტაბით 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ აამოქმედეს და ამ ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაახანგრძლივეს.

მოქმედი კანონმდებლობით, ვადა 18 ივლისს იწურება, თუმცა, როგორც თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, საფრთხის გაჩენის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობას ხელახლა აამოქმედებენ.

საფრთხეებს შორის პრეზიდენტის სპიკერმა ტერორიზმი დაასახელა.

 
დღის ამბები